მოპარული მონაცემები

მეილის შემოწმება: ხომ არ მოიპარეს შენი მონაცემები?

საიტებს, სადაც ოდესმე დარეგისტრირდი, ზოგჯერ ტეხავენ და იქიდან მეილებსა და პაროლებს იპარავენ. ჩაწერე მეილი (ელფოსტა) და გაიგე, სად და რა მოიპარეს — და რა უნდა გააკეთო.

მეილი ან ფეისბუქი გაგიტეხეს?

  • ჯერ პაროლი შეცვალე. იმ ანგარიშზეც და ყველგან, სადაც იგივე პაროლი გაქვს.
  • ჩართე ორსაფეხურიანი დაცვა. მაშინ შესვლისას პაროლთან ერთად კოდიც საჭიროა, და მოპარული პაროლი მარტო აღარ კმარა.
  • შეამოწმე მეილი ზემოთ. ნახავ, რომელი საიტებიდან მოიპარეს შენი პაროლი. იქაც შეცვალე.

როგორ მუშაობს

  • შენი ელფოსტა ჩვენს სერვერზე არ გადის. შენი ბრაუზერი პირდაპირ მოპარული ბაზების საჯარო სიას ეკითხება: XposedOrNot. ჩვენ მისამართს ვერ ვხედავთ და არსად ვინახავთ.
  • პაროლს არასოდეს გკითხავთ. თუ რომელიმე საიტი „შესამოწმებლად“ პაროლს გთხოვს, ეს თავად მახეა.
  • მეორე აზრი: ყველაზე სრული ბაზა აქვს haveibeenpwned.com-ს. იქაც შეგიძლია უფასოდ შეამოწმო.
  • მონაცემების მოპარვის შემდეგ მოტყუება მოდის. თუ ვინმე „ანაზღაურებას“, „მოგებას“ ან „ინვესტიციას“ გთავაზობს, ბმული ჯერ Horkos-ზე შეამოწმე.

მონაცემების წყარო: XposedOrNot.