საიტის მფლობელებისთვის · უფასო

შენი საიტის მონიტორინგი

გაგაფრთხილებთ Telegram-ში, თუ საიტს გატეხავენ, შავ სიაში ჩასვამენ ან გადაწერენ.

მონიტორინგი მხოლოდ შეთანხმებით ხდება. ჯერ მოგვწერეთ Telegram-ში: @Horkossecurity, შემდეგ ჩაწერეთ საიტი და დააკავშირეთ Telegram.

პაროლი და წვდომა არ გვჭირდება. Horkos არასდროს გთხოვს ფულს ან პაროლს.

დაწვრილებით
  • 🔓 გატეხვა. ფარული ბმულები, Google-იდან ან ტელეფონიდან მოსულის გადამისამართება, უცხო ქვედომენები — მთავარ და შიდა გვერდებზე, საიტის რუკაში.
  • 🚫 შავი სიები. Google, VirusTotal, ფიშინგის ბაზები. თუ მოგნიშნეს, გეტყვით, როგორ ამოხვიდე.
  • 📋 ასლები. გეტყვით მხოლოდ მაშინ, როცა მსგავს მისამართზე შენი საიტია გადაწერილი. უბრალოდ მსგავსი სახელი სხვისი ბიზნესია.
  • ✉️ ფოსტა. შეუძლია თუ არა ვინმეს წერილის გაგზავნა შენი სახელით — და მზა ჩანაწერები, როგორ დაიცვა.
  • 🔒 ბოქლომი და დომენი. სერტიფიკატის ვადა; დომენის ვადა .com-ზე და მსგავსზე (.ge-ს რეესტრი არ აქვეყნებს).
  • როდის მოგწერთ. პრობლემისას — მაშინვე; ყველაფერი რიგზე თუა — კვირაში ერთხელ მოკლე ანგარიში. ერთ Telegram-ზე 3 საიტამდე.
  • Cloudflare გაქვს? თუ ბოტების დაცვა ჩვენს შემოწმებას ბლოკავს, გატეხვის ნიშნებს ვერ დავინახავთ და ამას გეტყვით. დაცვას ნუ გამორთავ.